1 2
2 ხალხური რეცეპტი, რომელიც ნამდვილად დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას
არტერიული წნევის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერტონიით, ჰიპოტონიით. პირველი გამოვლინდება წნევის აწევით ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით, მეორე - წნევის დაწევით.
არტერიული წნევის ნომრმალიზაციისა და სტაბილიზაციის მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ხალხური მედიცინის რეცეპტები.
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 200 მლ
  • სტაფილოს წვენი - 200 მლ
  • ჭარხლის წვენი - 200 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
წვენები შევაერთოთ, ჩავასხათ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, შევდგათ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3 საათით, ტემპერატურა თანდათან დავიყვანოთ მინიმუმამდე. მაღალი არტერიული წნევის დროს მივიღოთ 30 მლ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2 - 3 თვე.


#2 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 40 მლ
  • სტაფილოს წვენი - 40 მლ
  • ლიმონის წვენი - 40 მლ
  • ნიახურის წვენი - 40 მლ
  • თაფლი - 30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
მოცემული ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და მივიღოთ 30 - 40 მლ 3 -ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 - 4 კვირა.

პირშუშხას სასწაულმოქმედი სიროფი – დაივიწყეთ ღიპი და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა

ეს სიროფი ცხიმებს წვავს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეხსიერებას, სმენას, მხედველობას, ტვინის ფუნქციონირებას.

მისი უმთავრესი ინგრედიენტი – პირშუშხა მდიდარია B1, B6, B2, C ვიტამინებით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. იგი წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს და ხსნის დაღლილობას.

ინგრედიენტები:

125 გრამი პირშუშხა

4 ლიმონი

3 სუფრის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 (2 სმ) ჯინჯერი

მომზადების წესი:

ერთად დააბლენდერეთ პირშუშხა და ჯინჯერი. ლიმონი გაწურეთ და მისი წვენი ბლენდერში ჩაამატეთ. 2-3 წუთი თქვიფეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და იმდენხანს თქვიფეთ სანამ სიროფს არ მიიღებთ. მერე სიროფი გადმოიღეთ ქილაში.

მიირთვით ერთი სუფრის კოვზი დღეში ორჯერ ჭამის წინ სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ.

სასმელი, რომელიც მუცლის ცხიმს 8 საათში წვავს, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
უამრავ ადამიანს აწუხებს მუცელსა და გვერდებში დაგროვილი ცხიმის პრობლემა, ამ ყველაფერს კი უშედეგო და დამღლელ დიეტებამდე მიჰყავს ადამიანი.

წარმოგიდგენთ მარტივ და ეფექტურ საშუალებას, რომელიც ცხიმს 8 საათში წვავს და ასევე ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისაგან.

  • ერთი შეკვრა ოხრახუში
  • ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
მომზადება:

ლიმნის წვენი, ჯანჯაფილი დარიჩინი და ოხრახუში დააბლენდერეთ, მიიღეთ სასმელი ყოველ დღე ძილის წინ.

სასურველია არ ივახშმოთ. ( ვახშამის მაგივრად დალიეთ ეს წვენი)

მხოლოდ 1 ჭიქა ეს სასმელი გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და მარილებისგან!
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსუტლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ჯერადად აღემატება სხვა დაავადებების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვს. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია დავუთმოთ მაქსიმალურად დიდი ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე...

ჯანმრთელი სისხლძარღვები - საკვანძო მომენტი ათეროსკლეროზის, ინფაქტის, ჰიპერტონიისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. დროთა განმავლობაში სისხლძარღვების შიდა კედლები იფარება ჭარბი ქოლესტერინითა და მარილით, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რის გამოც ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ორგანოები და ქსოვილები სრულფასოვნად აღარ იკვებება.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ათეროსკლეროზი სრულიად უსიმპტომოდ იჩენს თავს. ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება ვიგრძნოთ, მსუბუქი თავბრუსხვევა და კიდურების დაბუჟებაა, რაც ასევე სავსებით შესაძლებელია დაღლილობის შედეგად იყოს გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ათეროსკლეროზის ზედაპირული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია, გირჩევთ ამ საშინელი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით სისხლძარღვების გაწმენდას, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მომენტალურად გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და დაგეხმარებათ ზემოთ ჩამოთვლილი საშინელი დაავადებების თავიდან არიდებაში.

ინგრედიენტები:

  • ნიახურის 2 ღერო;
  • 200 მლ პომიდვრის ახლადგამოწურული წვენი;
  • 0,5 ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი;
  • 50 მლ ლიმონის წვენი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული შავი პილპილი;

მომზადება:

1. დაფქვით ნიახურის ღეროები ბლენდერში.

2. ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ.

მიირთვით 1 ჭიქა მიღებული სასმელი საკვების მიღებებს შორის არსებულ ინტერვალში, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სასმლის მაქსიმალური დღიური დოზა 3 ჭიქაა. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 კვირას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჯანმრთელი სისხლძარღვები - სისხლის ნორმალური ფუნქციონირების, გულისა და ტვინის ხარისხიანი მუშაობის საწინდარია! მაქსიმალურად შეამცირედ ყოველდღიურად მიღებული ცხიმიანი და შემწვარი საჭმლის პორციები. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს განაცხადებთ მათზე!